Main » Files » other » For fun [ Add new entry ]

Reali Ligas Gamoetisha
2007-10-12, 3:54 PM
გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. "ბაიერნმა" "რეალს" უმასპინძლა და ანგარიშით 2-1 დაამარცხა.


მატჩი მოულოდნელად დაიწყო. დაწყებიდან მე-11 წამზე როი მაკაიმ ანგარიში გახსნა და ჩემპიონთა ლიგის რეკორდიც დაამყარა. მადრიდელები ამ გოლმა აშკარად დააბნია რამაც მეტოქეს საშუალება მისცა რამოდენიმე სახიფათო დარტყმა განეხორციელებინა, მაგრამ კაპელო მალევე მოეგო გონს და ემერსონის ნაცვლად მოედანზე გუტი შეუშვა. გუტის შესვლამ თამაში გაამწვავა და პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე მისი პასების შედეგად რეალმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. მეორე ტაიმში კაპელომ იგუანის ნაცვლად იტალიელი თავდამსხმელი კასანო შემოუშვა. მეორე ტაიმის სცენარი პირველი ტაიმისას გავდა. პირველ წუთებზე კვლავ "ბაიერნი" უტევდა. 65-ე წუთზე კი ლუსიომ ანგარიში გაზარდა და ამით თიქთოს მადრიდელებს გასვლის შანსი მოუსპო, მაგრამ ამ დროს კაპელომ მოედანზე რობინიო შეუშვა რომელიც ძალიან აქტიურად ჩაერთო შეტევებში. მის ერთ ერთ აქტიურობას კი პენალი მოყვა, რომელის რუდ ვან ნისტელროიმ შეასრულა ზუსტად. ამის შემდეგ მადრიდელები ბევრს უტევდნენ და გოლის გატანაც მოახერხეს, მაგრამ ეს გოლი არ ჩაითვალა რადგან სერხიო რამოსმა ბურთი ხელით გაისწორა. მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა და "ბაიერნი" შემდეგ ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია რომ მატჩი საკმაოდ უხეში იყო. რეალის რამოდენიმე ფეხბურთელმა მიიღო დაზიანება მაგრამ სავარაუდოდ ეს დაზიანებები არ არის სერიოზული. მსაჯმა ფეხბურთელებს 7 ყვითელი და 2 წიტელი ბარათი უჩვენა. მან 82 წუთზე მოედნიდან ვან ბომელი და დიარა გააძევა ბავშვური კამათის გამო.

Category: For fun | Added by: superwarez
Views: 683 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Registration | Login ]